ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკის შტატშია დაფიქსირებული. ინფიცირებულია მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი.
ქვეყნის 20 შტატში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაავადებულთა რაოდენობა იზრდება ჩრდილოეთ კაროლინაში, არკანზასსა და კალიფორნიის რამდენიმე ქალაქში. ამის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება შემზღუდავ ზომებს ამსუბუქებს და ეკონომიკის გადასარჩენად სხვადასხვა ზომას ეძებს.